„შესაძლოა, ის ჩვენთვის პროვოკატორია, რომელიც ჩვენი ჭაობის სიმშვიდეს არღვევს. მე ამ მოვლენას უაღრესად დადებითად ვუყურებ, არა იმიტომ რომ ის გადაგვიწყვიტავს პრობლემებს, არამედ იმიტომ რომ ის ჩვენ მაგალითს გვაჩვენებს“- არნიშნავს პასხავერი.
მისი აზრით სააკაშილის და მისი გუნდის ქმედებებში პოპულიზმი არაა, თუმცა მათ შეუძლიათ თავისი პოზიციის ხალხამდე მიტანა.
„მე ვიტყოდი, რომ მათ ქმედებაში არა პოპულიზმი, არამედ ექსტრემიზმია. პოპულიზმი საერთოდ არაა. რა თქმა უნდ ამათ პიარი მშვენივრად აქვთ აწყობილი, მათ იციან, რა ჭირდება ხალხს. მაგრამ იმას , რასაც ისინი აკეთებენ პოპულიზმი უწოდო შეუძლებელია. ქართველების გუნდი ჩვენ გვასწავლის. მე ვიტყოდი, რომ ეს გუნდი ჩვენ არა იმდენად პრობლემების გადაჭრისთვის, არამედ მასტერ კლასის ჩვენებისთვის უფრო გვჭირდება. სააკაშილი აჩვენებს დანარჩენებს, როგორ უნდა მუშაობა“- აცხადებს ეკონომისტი.
ის ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშვნა არის სიგნალი მთელი უკრაინისთვის, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავის ქმედებებში უფრო რადიკალური გახდება.
„როცა პრეზიდენტმა პოროშენკომ დანიშნა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად, მე ვთქვი: ეს სიგნალია, რომ პოროშენკოს სოციალური მგრძნობელობა შეუდარებლად მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედების. ის მიხვდა რომ საჭიროა რადიკალიზაცია. ამ დანიშვნით კი მან აჩვენა, რომ პრეზიდენტი უფრო რადიკალური გახდება. ამის გამო სააკაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ.“- აღნიშნა პასხავერმა.
პასხავერის თქმით, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად მხოლოდ პოპულარულ ნაბიჯებს არ დგამდა, რომელიც ხალხს მოწონდა.
„არ ავურიოთ ერთმანეთში „პოპულარული“ და „აუცილებელი“. რა თქმა უნდა სააკაშვილი უდიდესი ოსტატია იმისა, რომ ყველა მისი ქმედება პოპულარული გახადოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ მაინც აცდუნეს და მან სააკაშვილს ზურგი აქცია. სააკაშვილს ხშირად უთქვამს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ასეც იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ პოპულარულ, არამედ ზოგჯერ ძალიან არაპოპულარულ ქმედებებსაც ახორციელებს. მთავარი საკითხი აქ ამ ქმედებების მნიშვნელობაა“- განაცხადა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






