"ფეხებზე მკიდია" - პოლიცელის გულგრილობას სუიციდის მცდელობა მოჰყვა - ზღვის უბის ქუჩაზე ხმაურია
პოლიტიკა - 16:21, 10 Jul, 2015     5476
ზღვის უბნის ქუჩაზე შესახლებულთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეოობს. ამ წუთებში სამართალდამცავები ბინიდან მახათაძეების ოჯახს ასახლებენ. როგორც „ნიუპოსტს“ ოჯახის ადვოკატმა ხატია ხმიადაშვილმა განუცხადა, სამართალდამცავები უკანონოდ მოქმედებენ. მისი ინფორმაციით ოჯახის წევრები ბინაში არ იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ბინის კარი შეამტვრიეს. ადვოკატის ინფორმაციით, გამოსახლების პროცესს გლდანი-ნაძალადევის მე-5 განყოფილების უფროსი ზურაბ თალიაშვილი ხელმძღვანელობს.

ოჯახის ადვკატი ასევე აცხადებს, რომ მახათაძეების გამოსახლების საკითხი თბილისის მერიას უნდა განეხილა, აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა გაგზავნილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ სამსახურში, სამართალდამცავები საკითხის განხილვას არ დაელოდნენ და ბინაში ძალის გამოყენებით შევიდნენ.

ოჯახის ადვოკატი პოლიციელების მხრიდან უდიერ მოპყრობაზეც საუბრობს. ხმიადაშვილის თქმით, როდესაც მათ საქმეში გენერალური ინსპექციის ჩართვა მოითხოვეს, პოლიციის უფრომა ზურაბ თალიაშვილმა უპასუხა, რომ მას ეს საკითხი ფეხებზე ჰკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ოჯახის ადვოკატის თქმით, სამართალდამცავების ქმედების შემდეგ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, 75-ი წლის ქალბატონმა თვითმკვლელობაც სცადა, იგი მე-8 სართულიდან გამოხტომას ცდილობდა, მისი გადარჩენა მეზობლებმა შეძლეს. ადვკატის განცხადებით მახათაძეების ოჯახის წევრებს ბინაში საჭირო მედიკამენტების ასაღებადაც არ უშვებენ.

ზღვის უბნის ქუჩაზე კორპუსებში მოსახლეობა 13 წლის წინ, თვითნებურად შევიდა, 2013 წელს კი ბინები გასხვისდა „მეტრომშენის“ თანამშრომლებზე. ზღვის უბნის მოსახლეობამ მათი მასიური გამოსახლების დაწყების შესახებ ინფორმაცია გუშინ შეიტყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42