"პროკურატურის და შსს-ს რეფორმირების საკითხზე ჩვენ შევხვდით არასამთავრობო, პროფესიულ ორგანიზაციებს, ასევე პრაქტიკოს ადვოკატებს, ექსპერტ-სპეციალისტებს. უმეტესი მათგანისპოზიცია არის კრიტიკული, როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დღესსაქართველოს ჭირდება პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური პროკურატურა. სამწუხაროდ ის კანონპროექტი, რომელიც არის პროკურატურის შესახებწარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურადნეიტრალური, დამოუკიდებელი, პროკურატურის მიღებას. ცუდია ის, რომ ქვეყანა კარგავს შანსს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყავდეს უკეთესი წესით არჩეული მთავარიპროკურორი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი მთავარი პროკურორის არანაირ კრიტერიუმზე, არც პიროვნულ, არც პროფესიულ კრიტერიუმზე, შესაბამისად როგორი მთავარი პროკურორი ჭირდებაქვეყანას, სასურველია, ეს კანონპროექტში ჩაწერილიყო.
"ჩვენ გვჭრდება პროგრესი ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სათანადო პროგრესს წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება შსს-ს, აქ აზრი არის კონსოლიდირებული იმგაგებით, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის პირველ რიგში კარგად გააზრება, ანალიტიკური შეფასება, რაც ახლდა შსს-ს სტრუქტურების გაერთიანებას. უნდა გააზრებულიყო, რა პრობლემებიადღესდღეობით და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით. ამ რეფორმას ჭირდებოდა მეტი გააზრება", - განაცხადა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






