დღეიდან ოზურგეთელებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ქვითრები ერთად მიუვათ
პოლიტიკა - 15:53, 10 Jul, 2015     1405

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტებს, ელექტროენერგიის ქვითართან ერთად დასუფთავების გადასახადიც მიუვათ.

როგორც "გურიის მოამბეს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა.

თუმცა, მათივე თქმით, დასუფთავების გადასახადის გადახდაზე არ იქნება დამოკიდებული, ელექტრო ენერგიის გათიშვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ძალაში მიმდინარე თვის ივლისიდან შევიდა.

ელექტროენერგიის გადასახადთან დასუფთავების გადასახადის მობმასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია პირველ კომენტარს აკეთებს.

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N35 -ე დადგენილებით განსაზღვრულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები, ერთ სულზე 0.50 თეთრის ოდენობით. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 ივლისიდან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას და ქვითრების დარიგებას უზრუნველყოფს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ და შესაბამისი ქვითრების დარიგება ხდება ელექტროენერგიის ქვითართან ერთად", - ნათქვამია ქალაქის მერიის კომენტარში.

"ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდა ხელისუფლებაში"-დენს+ნაგავი" - ასე ეხმაურება ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "გაერთიანებული დემოკრატებიდან" თამარ ნადირიძე ელექტროენერგიის ქვითარზე მიბმულ დენის გადასახადს სოციალურ ქსელში:

"დღეს ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობამ მიიღო ელექტროენეერგიის საფასურის გადახდის ქვითართან ერთად დასუფთავების მოსაკრებელი. ანუ საქმე გვაქვს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადთან. ხსენებულ საკითხის განხილვისას მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი უარყოფი პოზიცია ამ საკითხის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობა" .დაბრუნდა ხელისუფლებაში თავის კადრებით და ასე ვთქვათ ,,ცოტა სხვანაირად დენზე მიბმული გადასახადით,,. იმედია მოსაკრებლის გადასახადის გადახდა მოხდება ცალკე და მისი გადაუხდელობა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას არ გამოიწვევს"-წერს ნადირიძე.

რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელს, ეკა ურიდია ამბობს, რომ ეს არ არის ახალი ფაქტი და აღნიშნულზე ქალაქის საკრებულოს შეთანხმება მიღწეული აქვს, რომ მოსაკრებლების ქვითრები ერთად მიუვიდეს მოსახლეობას, რაც ჩვენი კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ.

მისი თქმით, ეს დამატებით პრობლემებს არ წარმოშობს და ნაგვის ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგია არავის გაეთიშება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42