ამის შესახებ ფირალიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ პროვოცირებული ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას არ დაძაბავს.
„დიდი აბათობით ეს იყო პროვოცირებული. მოგეხსენებათ, ჩვენი ვნებიანი და ჟინიანი გულშემატკივრის ამბავი. დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს იყო პრორუსული ძალების მიერ პროვოცირებული. საქმე ის არის, რომ რუსული პოლიტიკისათვის საქართველოსა და აზერბაიჯანის კარგი ურთიერთობა არასასურველია. უბრალო ადამიანებმაც კი, ვინც შემთხვევით აღმოჩდნენ ამ კონფლიქტში, ჩვენი მხრიდან იქნებიან თუ აზერბაიჯანის, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ უნებურად შეიძლება ბინძური პოლიტიკის იარაღები აღმოჩენილიყვნენ. წინა წელსაც იყო მსგავსი ინციდენტი და ალბათ, შეიძლებოდა წელს ამის თავიდან აცილება. სახელმწიფოს სერიოზული მექანიზმები გააჩნია იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტების შესაძლებლობა განსაზღვროს და არ დაუშვას ისინი. საეჭვოა, რომ ხელისუფლებას არ სცოდნოდა რა იყო მოსალოდნელი. აბა რისთვის მუშაობს ჩვენი ან დაზვერვა, ან კონტრდაზვერვა? იმედია, ორივე ხელისუფლება იმდენად გონიერია, რომ ამ ინციდენტს პოლიტიკურ ფაქტად და გულშემატკივრების დონეზე დატოვებს“, - განაცხადა ფირალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.
მასალის გამოყენების პირობები






