წულუკიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საგარეო კუთხით ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რაც მისივე განცხადებით სიმამაცედ შეიძლება ჩაითვალოს.
"პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს ქვეყანაში სტაბილურობის დარღვევას. საქართველოს ჰყავს ხელსიუფლება, რომელიც არ დაუშვებს ომს და საქარეთველოს ჰყავს ხელსიუფლება, რომელსაც აქვს გონივრული, პრაგმატული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. სწორედ ეს მიმაჩნია მამაცობის საუკეთესო მაგალითად, რადგან გონივრული პოლიტიკის განხორციელება საქართველოსთვის არ არის ადვილი და რაც არ არის ადვილი, სწორედ ის არის სიმამაცე,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსნებთ, რომ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რასია 24" -ის ეთერში საქართველო- რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყოფფნის სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებების საწარმოებლად.
მასალის გამოყენების პირობები






