მღებრიშვილმა მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილების ახალი წესი დაამტკიცა
პოლიტიკა - 14:52, 10 Jul, 2015     545

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე - მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება, რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება. ამით უწყება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რითაც საბოლოოდ უარს ვამბობთ სისტემის მოწყობის საბჭოურ მოდელზე და ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს.


„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მუდმივად არღვევენ წესრიგს, არიან კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილები და საფრთხეს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებს, განთავსდებიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მათ სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები განესაზღვრებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორიენტირებულები არიან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე, დაბალი რისკის და შესაბამისად, მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსდებიან,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით.


მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.
მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან.

• საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
• საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
• საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
• საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42