,,ბურჯანაძე ფულის შოვნას ცდილობს, კრემლი კი პრორუსული ძალების გაძლიერებას“ - შარაშენიძე
პოლიტიკა - 14:48, 10 Jul, 2015     1484

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ კრემლი ნინო ბურჯანაძის მეშვეობით საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას გეგმავდეს.

ამის შესახებ ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„ნინო ბურჯანაძის ნიშა არის, რომ მე დავალაგებ რუსეთთან ურთიერთობას. ამბობს, რომ ეს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო და მე ვიქნები თქვენი მესია რუსეთთან ურიერთობის დალაგების ამბავშიო. იმედია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ადეკვატურ შეფასებას მისცემს. მას არანაირი უფლება არ აქვს რუსეთში ვინმეს სახელით ილაპარაკოს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში კრემლის მხრიდანაც არის დაინტერესება. ბურჯანაძე ალბათ ეცდება რომ რუსეთში ფულიც იშოვოს. არ არის გამორიცხული ფინანსური ხარდაჭერაც მიიღოს. არსებობს ვარიანტი, რომ კრემლი ცდილობდეს ბურჯანაძის მეშვეობით საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას. არამგონია ბურჯანაძეს ეს გამოუვიდეს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ნინო ბურჯანაძე რუსეთში ორი დღის წინ გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის მოსკოვში დუმის სპიკერის მიწვევით იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ვლადიმერ პუტინისა და ნინო ბურჯანაძის პირისპირ შეხვედრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42