,,საიდან დაიწყო პრობლემა? აზერბაიჯანის დროშის ფეხქვეშ გათელვა და მთავრობის ნული რეაქცია“ - შარაშენიძე
პოლიტიკა - 14:28, 10 Jul, 2015     2793
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე "გაბალა"-"დინამოს" თამაშებზე მომხდარ ინციდენტში პრორუსული ძალების კვალს ხედავს.

ამის შესახებ შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირია რატომ გამოსდით ამ ძალებს ეს პროვოკაცია და რატომ არ აკეთებს არაფერს ხელისუფლება.

„ჩვენი პოლიცია ძალიან ყოჩაღად აღკვეთს ხოლმე უკრაინის დროშას სტადიონზე, მაგრამ არ აღკვეთეს აზერბაიჯანის დროშის ფეხქვეშ გათელვას. ეს სერიოზული პრობლემა გვაქვს. არ აქცევენ ამას ყურადღებას თუ სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ფაქტია, რომ შედეგი ძალიან ცუდი მივიღეთ. საიდან დაიწყო პრობლემა? დაიწყო თბილისში, როდესაც აზერბაიჯანის დროშა ფეხქვეშ გათელეს. ამაზე მთავრობის რეაქცია ნული იყო. არ არის გამორიცხული პრორუსული ძალების მიერ ყოფილიყო პროვოცირებული, მაგრამ რატომ გამოსდით მათ ეს ყველაფერი, ეს არის პრობლემა. ამ ყველაფერში დამნაშავეა მთავრობა. გასაგებია, რომ მთავრობა „ნაციონალური მოძრაობას“ აბრალებს, მაგრამ მთავრობას ვუხდით ჩვენ ფულს და არა - ოპოზიციას“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42