ნუ ცდილობთ ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას - ქუცნაშვილი ,,გაბალა“-,,დინამოს“ ინციდენტზე
პოლიტიკა - 14:19, 10 Jul, 2015     1163
აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის უკან ის ძალები დგანან, რომელბიც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა აზერბაიჯანის „გაბალას“ და თბილისის „დნამოს“ მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტს" განუცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მაგრამ ამ ფაქტებზე რეაგირება ქვეყნებმა მაინც უნდა მოახდინონ.

„ამ უხერხული პროვოკაციის უკან დგანან საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობის მტრები. სხვა ამ პროვიკაციის უკანა არავინ შეიძლება იდგეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ინციდენტიდან არ უნდა გამოვიტანოთ შორს მიმავალი დასკვნები. ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა, პროვოკატორების ქმედებები ამ ყველაფერს ზიანს ვერ მიყენებს.

ვფიქრობ, რომ საჭიროა ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოქმება, რომელიც ორივე ქვეყანას ამ ფაქტებზე აძლევს რეაგირების საშუალებას. ის ქმედებები, რაც განხორციელდა სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამიტომ ამის იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება არც შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა.

ნუ ცდილობთ ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას, ინციდენტი ვერ მოახდენს გავლენას საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და ნუ შევეცდებით იმას, რომ ამ ქმედებების უკან დავინახოთ ხელისუფლების ან ხალხის პოზიცია. ეს არ არის არც აზერბაიჯანის ხელისუფლების და არც აზერბაიჯანელი ხალხის პოზიცია,"-განუცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.

ინციდენტით დასრულდა გუნდებს შორის 2 ივლისს თბილისში გამართული მატჩიც. ქართველი ფანების გარკვეულმა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელიც მათი თქმით სტადიონზე იყო გამოფენილი „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი 1921“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42