„თქვენ გგონიათ ხელისუფლებაში ერთიანი პოზიციაა? ვინ ფიქრობს შედეგებზე? ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს. ასეთი არაგუნდური ხელისუფლება საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, ყველა ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებს, ჰგონიათ, რომ ის გადაარჩენს სიტუაციას. შე დალოცვილო რას შესცქერი ივანიშვილს? მოგვიყვანა, დაგვნიშნა, დაგაჯინა და მართე... ახლა იცით, რის მოლოდინში არიან ესენი? ყველა უყურებს ერთ რამეს, როგორ გაიყოფა სახელისუფლებო ძალები, ვინ ვის მხარეს იქნება, როგორ დაჯგუფდებიან, ვინ გადარჩება, ვინ არა და ამასობაში საქმის გაკეთებაზე არავინ ფიქრობს... მაქვს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე, ის ფიქრობს, როგორმე არჩევნებამდე მიიყვანოს მთავრობა ისე, რომ სამთავრობო ცვლილებები არ მოხდეს და არ იყოს სერიოზული ძვრები. ის ფიქრობს, რომ არჩევნებს დააფინანსებს და მოგება გარდაუვალი იქნება, მაგრამ საფიქრალია, გაუძლებს კი ეს ქვეყანა და არა ხალხი ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ამ ქვეყანას ელოდება?!“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






