„ელჩის მხრიდან მიწვევამ თითქოს სასხვათაშორისოდ გაიჟღერა - "ნამყოფი ხართ ყირიმში? გეპატიჟებით იქ, რათა ნახოთ, არის თუ არა ყველაფერი კარგად." მე ვხვდები, რომ ამაში ჩადებული იყო ძალიან მკაფიო სიგნალი. ასეთი რამ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ... მე ვთვლი, რომ საჭირო იყო მისთვის შემეხსენებინა, რომ ის არასწორად იქცეოდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეპატიჟებოდა. მე მქონდა ერთი პასუხი, რომ მე დიდი სიამოვნებით ვეწვოდი ყირიმს კიდევ ერთხელ, მაგრამ არა მისი არამედ უკრაინის ელჩის მიერ მიწვევის შემდეგ“ - განაცხადა ვილნიუსის მერმა. ამასთანავე შიმაშიუსმა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამის საპასუხოდ რუსეთის ელჩმა განუცხადა, რომ შესაძლოა, მას ლოდინი დიდხანს დასჭირვებოდა.
„მე ვუპასუხე, რომ ვიმედოვნებ ლოდინი დიდხანს არ მომიწევს, თუკი მომიწევს - დაველოდები“- აღნიშნა ვილნიუსის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






