პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება ხოლმე - აგულაშვილი "გაბალა"- "დინამოს" ინციდენტზე
პოლიტიკა - 10:57, 10 Jul, 2015     2059
გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი "გაბალა"- "დინამოს" მატჩზე ინციდენტს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ხშირად პროვოცირება საქართველოდან იწყება ხოლმე.

მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა არ უნდა დაუშვან, რომ მსგავსი ინციდენტები განმეორდეს.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად აქედან იწყება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ამ ინციდენტს, რამდენადაც მე ვიცი, წინ უძღვოდა ინციდენტი, რომელიც საქართველოში მოხდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ხელეწიფება და ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს, ვინაიდან ამ ყველაფერს აშკარად პროვოკაციის სუნი უდის" - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.

ინციდენტით დასრულდა გუნდებს შორის 2 ივლისს თბილისში გამართული მატჩიც. ქართველი ფანების გარკვეულმა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელიც მათი თქმით სტადიონზე იყო გამოფენილი „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი 1921“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42