"საშინელება ვიხილე... ამ ბიჭების დაკრძალვის დროს შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა მოხდეს"
სოც.მედია - 10:47, 10 Jul, 2015     44602
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა - შალვა ნათელაშვილმა გლდანში ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კორპუსი, სადაც ახალგაზრდები არიან დასვენებული, ავარიულ მდგომარეობაშია.

„ამ წუთას დავბრუნდი გლდანის ავტოკატასტროფაში დაღუპული ოთხი ქართველი ვაჟკაცის პანაშვიდიდან, ვიხილე საშინელება, ეროვნული გენის კატასტროფა, ქვაც კი ატირდება. კიდევ ერთხელ ვუცხადებ უდიდეს სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს. კორპუსი სადაც ცხოვრობდნენ გარდაცვლილები მდებარეობს პოლიციის აკადემიის გვერდით, გლდანში და იქ ჩასახლებული არიან დევნილნი. მდგომარეობა კატასტროფულია, კიბეები ჩამოშლილი, მოაჯირები მორყეული და დანგრეული სადაც პანაშვიდების და დაკრძალვის დროს შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი, ვინმე ჩავარდეს გამომდინარე უმძიმესი ტრამვული შედეგებით, განსაკუთრებით ბავშვები დგანან საშიშროების წინაშე. მე კატეგორიულად მოვითხოვ ქალაქის მერის ბატონ ნარმანიასგან, ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარისგან ხვალ დილითვე პირადად ჩაუდგნენ სათავეში ამ საფრთხეების აღმოფხვრას, მერე გვიანი არ იყოს. ასევე კეთილი ინებოს მთავრობამ და სახელმწიფოს ხარჯზე მოხდეს ამ დევნილი ბიჭების დაკრძალვა, რომ გადაგვაყოლეს უნიჭო მსახიობების დაპრემიებას. იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიბრძანდებიან და პირადად მიუსამძიმრებენ ოჯახებს ამ უბედურებას, მარტო წინასაარჩევნოდ რომ ახსენდებათ დევნილები. ვთხოვ ფეისბუკის მკითხველებს ფართოდ გაავრცელოთ ეს პოსტი რომ მივიდეს როგორმე ამბავი ჩვენი ხელისუფლების ამ წუთას აგარაკზე და სპა-სალონებში მონებივრე ლიდერებთან. ვცადე ჩემით დავკავშირებოდი შესაბამის პირებს მაგრამ საიმედოდ არიან ჩაკეტილნი, როგორც ყოველთვის“ - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, სოფელ გლდანთან ავარიის დროს ოთხი ახალგაზრდა გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42