შარაშენიძემ სამართალდამცავებს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ეს იყო პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტრობის შეტანით და იმ ურთიერთობების დარღვევით, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღიკვეთოს ამგვარი ფაქტები და აღარ განმეორდეს შემდგომში. მივმართავთ სამართალდამცავებს და აზერბაიჯანულ მხარეს, რომ მომხდარი სასწრაფოდ იქნას გამოძიებული“ - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.
ინციდენტით დასრულდა გუნდებს შორის 2 ივლისს თბილისში გამართული მატჩიც. ქართველი ფანების გარკვეულმა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელიც მათი თქმით სტადიონზე იყო გამოფენილი „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი 1921“.
მასალის გამოყენების პირობები






