ახალგაზრდების მტკიცებით, სირიაში მათ გამგზავრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს აიუფ ბორჩაშვილს, რომელიც ერთი თვის წინ შსს-მ მოქალაქეების გადაირების ბრალდებით დააკავა.
მას ბაღაკაშვილისა და კუშტანაშვილის გამგზავრებაშიც ადანაშაულებდნენ.
„ჩვენ გავიგეთ, რომ იქ რაღაც ინფორმაციის საფუძველზე დაიჭირეს და აწვალებდნენ ჩვენს მუსლიმ ძმას. მადლობა ღმერთს, ის ყველა ჩვენი მუსლიმის ძმაა და ძალიან ცუდ რაღაცეებს ჩადიხართ. მისი დაკავების მიზეზი ყოფილა ხალხის გადაბირება. თქვენ ის ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეთ. გეფიცებით, ვინც ამ გზაზე გამოგვიშვა არის ღმერთი და ნურავის სდებთ ბრალს და ნუ უქმნით ხალხს პრობლემებს“, - ნათქვამია მიმართვაში.
აიუფ ბორჩაშვილის მოქალაქეების გადაბირებაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულის დედა მარიამ ბორჩაშვილი.
ქალბატონის თქმით, მის შვილს ახალგაზრდები თავად აკითხავდნენ და სთხოვდნენ სირიაში წასვლაში დახმარებოდნენ.
შეგახსენებთ, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სამი კვირის წინ სპეცოპერაციის შედეგად აიუფ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი დააკავა. ბორჩაშვილს ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს მოქალაქეების გადაბირება ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






