თავდაცვის მინისტრი აშშ-ის „მრჩეველთა ჯგუფს“ შეხვდა
პოლიტიკა - 18:38, 09 Jul, 2015     1510

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფის“ წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უწყებაში პერსონალის მართვის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული იყოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც უწყება დაიწყებს. „მე მათ პირადად ვთხოვე ზაფხულის ბოლომდე წარმოგვიდგინონ რამდენიმე მიმართულებით დასრულებული კონცეფცია, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც თავად სამხედროები ძალიან ბევრს საუბრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის სიჯანსაღისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა სტუმრებს გაწეული მხარდაჭერისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილის, დოქტორ ბერნი როსტკერის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართეს. უცხოელი სტუმრები გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს. ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სტრატეგიასა და დაგეგმვას შეისწავლის. მათ მიზანს პროფესიული სამხედრო განათლების, ბიუჯეტირების, ლოგისტიკის, შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სფეროების გაცნობა და მუშაობის პროცესში პერსონალის დახმარება წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42