,,ქართული რეფორმები უკრაინაში" - რისკები, მოლოდინები და განწყობები
პოლიტიკა - 18:07, 09 Jul, 2015     2771
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი" შემოგთავაზებთ უკრაინის დედაქალაქსა და ოდესის ოლქში მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს - ,,ქართული რეფორმები უკრაინაში".

ომი და რეფორმები - ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის; ბრძოლა კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ, სადაც საკმაოდ მაღალია საბჭოური მენტალიტეტის გავლენა. კრიმინალი და ოლიგარქიული მმართვის სისტემა. ეს უკრაინის რეალობაა. უკრაინელი ხალხი კი ცვლილებების მოლოდინშია. რეგიონის გეოპოლიტიკური მომავალი პირდაპირ კავშირშია უკრაინის გამარჯვებასთან.

დღეს ცივილიზებული მსფოლიოს ყურადღება სწორედ უკრაინისკენაა მიმართული. დასავლეთი ჩართულია უკრაინის სახელმწიფოს რეფორმირების პროცესში, რომელმაც უნდა შეძლოს საბჭოური მენტალიტეტისგან თავის დაღწევა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ამ პროცესის აქტიური თანამონაწილეები არიან ქართველები.

დღეს რუსეთის მარცხი უკრაინაში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოსთვისაც. ქართველების ინტერესი და ბრძოლა უკრაინისთვის არის ლოგიკური, რადგან საქართველოსა და უკრაინის გეოპოლიტიკური ინტერესები მყარად არის გადაჯაჭვული და ემსახურება ერთ მიზანს - დისტანცირება რუსეთისგან, დასავლური ღირებულებების განმტკიცება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

,,ნიუპოსტის“ სპეციალური ჯგუფი რამდენიმე დღით ესტუმრა უკრაინას. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი გაგვეგო ადგილობრივი მოსახლეობისა და ომის ხაზზე მყოფი ადამიანებისგან. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც უკრაინაში, სხვადასხვა სფეროში გასატარებელ რეფორმების პროცესზე აიღეს თავისი წილი პასუხისმგებლობა და დიდწილად ავანგარდშიც არიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ოდესის ოლქია, რომლის გუბერნატორიც მიხეილ სააკაშილია. სწორედ ამ ოლქში მდებარეობს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშნელობის პორტი.

,,ნიუპოსტის“ სპეციალური ჯგუფის უკრაინულ ვიზიტს დაემთხვა პატრულის პირველი სამუშაო დღე კიევში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნლეოვანი დეტალია.

,,ნიუპოსტი“ პერიოდულად შემოგთავაზებთ ყველა მასალას - ექსკლუზიურ ინტერვიუებს და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

იხილეთ გაგრძელება: ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილესთან გიზო უგლავასთან.

იხილეთ გაგრძელება: ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, გია გეწაძესთან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42