„რუსეთში ბურჯანაძის საუბარი აგებული იქნება იმაზე, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ამიერკავკასიაში, რადგან არსებობს რადიკალური ისლამის მხრიდან ტერორიზმის საფრთზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სიძლიერის გარეშე მსოფლიოში შეუძლებელია კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს და ტერორიზმის საფრთხე აღმოიფხვრას. თუკი რუსეთს სურს, რეგიონში მშვიდობა იყოს, მან ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი საქარველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმას, რომ ქართველებმა ოსებთან და აფხაზებთან დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი და რუსეთის მხრიდან ხელის შეშლა არ იყოს. კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი არ არის იმ დონის, რომ ასეთ საკითხებს წყვეტდნენ. მოლაპარაკებების დონემ უნდა აიწიოს. შესაძლოა მრგვალი მაგიდა იყოს ის ეტაპი, როდესაც უკვე პუტინთან შეიძლება საუბარი უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვამბობთ, რომ, თუკი ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს საუბარს პუტინთან, მოგვცეს მანდატი და მას ბურჯანაძე დაელაპარაკება“- აცხადებს გიგლა ბარამიძე.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






