ადამიანის უფლებათა დაცვის 2014 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიშის შეფასება - საია
პოლიტიკა - 14:41, 09 Jul, 2015     1001
2015 წლის 9 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით. საიას მიერ მომზადებულმა ანგარიშმა გამოავლინა შემდეგი:
- ხარვეზებით წარიმართა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობა;- საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობა ვერ პასუხობს დასახულ მიზანს, ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, ჯგუფის წევრთა პროცესში ჩართულობა მხოლოდ მოჩვენებითი და ფასადურია; - გარკვეული ხარვეზები არსებობს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების, ასევე სათანადო ინდიკატორების კუთხით;
  • რიგ შემთხვევაში ვერ ხდება განსაზღვრულ ღონისძიებასა და შერჩეულ ინდიკატორს შორის კავშირის დადგენა, ხოლო პროგრესზე ორიენტირებული ინდიკატორები, რომელთა მიზანია მიღწეული წარმატების გაზომვა, თითქმის არ გვხვდება გეგმაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ანგარიშის შესრულების შეფასების შესაძლებლობას.
  • არ არსებობს ხარისხობრივი კრიტერიუმების (საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადი/თემატური მოხსენებები და რეკომენდაციები) მიწოდებისა და ასახვის წესი, რაც საბჭოსა და სამდივნოს მხრიდან მათ უგულებელყოფას იწვევს და, შედეგად, ისინი ანგარიშშიც არ აისახება.
- ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის ყოველწლიური ანგარიში არ წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს, როგორადაც ის მოაზრებულია მთავრობის დადგენილების თანახმად.
  • ანგარიში სრულყოფილად არ ასახავს საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. რიგ შემთხვევებში ძნელი დასადგენია, თუ რა ეტაპზეა გეგმით გათვალისწინებული ამოცანის შესრულება;
  • ცალკეულ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა მოცემული ანგარიშსა და პასუხისმგებელ უწყებათა მიერ მოწოდებულ კორესპონდენციებში, რაც, თავის მხრივ, მათ შორის სათანადო კოორდინაციის ნაკლებობაზე მეტყველებს;
  • ანგარიშში არაფერია ნათქვამი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების, დაბრკოლებებისა თუ ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ, რომელთა აღმოფხვრა სამომავლოდ, შესაძლებელია, დამატებით ძალისხმევას საჭიროებდეს.
საია მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და დაინტერესებულ საზოგადოებას დაკვირვების შედეგებს გააცნობას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42