აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო, კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები. გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის, საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა, საგარეო ურთიერთობების ენა. გათვალისწინებულია ასევე საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა, საჯარო ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა. გაწერილია სახელმწიფო ენის გამოყენების საკითხები სხვა სფეროებში, მათ შორის მეცნიერების, ინფორმატიკისა და კულტურის სფეროში. კანონის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ გარკვეულ მოთხოვნებსაც. აქვე განსაზღვრულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობის ზომები და სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
მასალის გამოყენების პირობები






