"ჩვენ ვამაყობთ, რომ თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები ვართ"- ახალი შემართება სტიქიის შემდეგ
სოც.მედია - 13:55, 09 Jul, 2015     1193
თბილისის ზოოპარკი ფეისბუკგვერდზე საკუთარი თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებმაც მიუხედავად იმისა რომ დიდი ტრაგედია გადაიტანეს, სულისკვეთება არ დაუკარგავთ და სტიქიის შემდეგ თავის საყვარელ საქმეს ისევ საოცარი შემართებით აგრძელებენ:

„ასე თენდება და ღამდება ყოველი დღე თბილისის ზოოპარკში.

ყველა შრომობს - ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული. ადამიანები, რომლებმაც ამ დღეებში ძალიან ბევრი დაკარგეს - საუკეთესო მეგობრები - როგორც ადამიანები, ისე ცხოველები... განადგურდა დიდი ნაწილი იმისა, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ. რაშიც მთელ თავის ენერგიასა და მონდომებას აქსოვდნენ.

და მაინც, ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ენთუზიაზმი და სულისკვეთება არ დაუკარგავთ. მუშაობენ დილიდან საღამომდე. მუხლჩაუხრელად. სტიქიის შემდგომი მწუხარება და უიმედობა ახლა საოცარმა შემართებამ ჩაანაცვლა. ნიჩბები, ბოტები, ურიკები, წყალი, ტალახი, მტვერი, სიცხე... და ასე გრძელდება უკვე თითქმის ერთი თვეა. დღის ბოლოს წელში ვეღარ იმართებიან, თავიან-ფეხებიანად სველები და ტალახიანები საღამოს სახლებში მიდიან და მეორე დილას იგივე შემართებით ბრუნდებიან უკან. ახლა ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ არსებული ტერიტორია, რომ თბილისს ზოოპარკი დავუბრუნოთ და დამთვალიერებლების მიღება შევძლოთ. ზოოპარკს მიღმა ჩვენი უამრავი გულშემატკივარი იცდის, ზოოპარკში კი - წყალდიდობას გადარჩენილი ცხოველები.

ჩვენი გვერდის მეგობრებმა კარგად იცით, რომ პათოსით გაჯერებული პოსტების წერა არ გვეხერხება, მაგრამ ასეთ მომენტებში ძალიან რთულია, სიამაყით არ აღივსო.

ჩვენ ბევრი დავკარგეთ, ბევრი გადავიტანეთ, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად შეუძლებელს შევძლებთ! შემდეგი ნაბიჯი უკვე ახალ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენებაა!

და დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები!“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42