ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ექსპერთა ნაწილს პასუხობს, ვინც ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს უარყოფითად აფასებს.
როგორც კაკაურიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბიუჯეტის 160 მილიონით შემცირება ადეკვატურია. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, კაკაურიძის თქმით, დეფიციტი 3%-მდე განისაზღვრება და ეს მაჩვენებელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შეთანხმებულია.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ ეს დანაკლისი დავაბალანსოთ. ეს არის როგორც მეოთხე თაობის ლიცენზიები, ასევე დამატებითი გრანტები და შემოსავლების სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, შესაძლოა, ზოგიერთ ექსპერტს სურდეს, რომ პენსია არ გავცეთ, ან სოციალური პროგრამები შევაჩეროთ, თუმცა ამას არ დავუშვებთ", -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






