ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ კუს ტბის ინციდენტთან დაკავშირებით ყველაფერი დროულად გაირკვევა.
ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რაც შეეხება კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მოკვლევა, მჯერა, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", -განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ინტერნეტში ვიდეო ორი დღის გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ფაქტი შსს-მ უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






