რა რეაგირება მოყვა პროკურატურაში 2012 წლიდან შესულ განცხადებებს- IDFI ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა - 09:54, 09 Jul, 2015     949
IDFI-მ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან პროკურატურაში შესულ განცხადებებზე უწყების მხრიდან რეაგირების საკითხი შეისწავლა. IDFI-ს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროკურატურაში ამ მიმართულებით სულ 52 530 განცხადებაა შესული, თუმცა ძიება მხოლოდ მცირე ნაწილზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურას არ აქვს ან არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა, ან რა რეაგირება მოყვა უწყებაში შესულ 10 ათასზე მეტ განცხადებას, უშუალოდ საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებების თაობაზე. IDFI-ს განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2014 წლის 22 დეკემბერს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობისა და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ.

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებულ იქნა ასევე ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.

ამის შემდეგ IDFI დაინტერესთა იმით, თუ რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა მოცემულ 10 379 განცხადებას/საჩივარს, მათ შორის, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამართლებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში შეწყდა საქმის წარმოება მოსამართლის მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, რამდენ შემთხვევაში იქნა გამოყენებული განრიდება, რამდენ შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და რამდენ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის წარმოება. აღნიშნულ კითხვაზე 2015 წლის 29 მაისს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა არასრულყოფილ მონაცემებს მხოლოდ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარე საქმეთა შესახებ (სულ 112). ამასთან გვეცნობა, რომ აღნიშნულ 10 379 განცხადებასა და დეპარტამენტში მისი მუშაობის დაწყებიდან წერილის მიღების მომენტამდე შესულ 2 208 განცხადებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არც ერთ საქმეზე არ იყო მიღებული.

იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ პასუხობდა ჩვენს შეკითხვას, და ის მოიცავდა ინფომრაციას არა სულ შესული 10 379 განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ზომების, არამედ მხოლოდ ერთ დეპარტამენტში მიმდინარე საქმეების შესახებ ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ მიგვეღო ინფორმაცია პროკურატურისგან, თუმცა სამწუხაროდ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში მოგვეწოდა და გვეცნობა, რომ „შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულ იქნა პროკურატურის ორი თანამშრომლის მიმართ.“

დასკვნის სახით, გვსურს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი ძალზედ აქტიურად დადგა საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პროკურატურა არ ფლობს ან არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შედეგებით დასრულდა რა რეაგირება მოყვა უწყებაში შესულ იმ 10 379 განცხადებას, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადობის ნდობის ამაღლების მიზნით ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია საქართველოს პროკურატურამ გამოქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შედეგი მოყვა უწყებაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შესულ იმ განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მიუთითებდნენ.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42