თინათინ ხიდაშელი სერგო თეთრაძის მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა
პოლიტიკა - 20:35, 08 Jul, 2015     1361
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი თავდაცვის უწყებაში მიიღო.

გარდაცვლილის მეუღლემ ნანა თეთრაძემ და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მინისტრს სერგო თეთრაძის საქმით დაინტერესების გამო მადლობა გადაუხადეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრაზე გარდაცვლილი ოფიცრის ადვოკატმა თავდაცვის მინისტრს სერგო თეთრაძის წამებასთან დაკავშირებული პირების სია გადასცა.

პოლკოვნიკ თეთრაძის მეუღლემ თინათინ ხიდაშელს კი თავდაცვის უწყების იმ თანამშრომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანა სთხოვა, რომლებიც რაიმე სახით სერგო თეთრაძის წამებასთან არიან დაკავშირებული.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით მას გასულ კვირასაც ჰქონდა შეხვედრები. თინათინ ხიდაშელი გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლესა და ადვოკატს დაჰპირდა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში არცერთი ადამიანი არ დარჩება, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ან პირადად ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში სერგო თეთრაძის წამების შესახებ. „ამ სამინისტროში არცერთი ადამიანი არ დარჩება, ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს, ღირსებას ზიანს აყენებდეს. ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ან პირადად წამებაში ან ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას საკუთარი კეთილდღეობის გამო მალავდნენ, ასეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის. იმიტომ, რომ ისინი უწყებისთვის ხვალ და ზეგაც საფრთხის მატარებელი იქნებიან. თავდაცვის სამინისტროში, ჯარში არ შეიძლება იყოს ხალხი, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათ წინ ადამიანს აწამებენ და ამაზე არ იმოქმედებენ. ასეთი ადამიანები მტერთან ბრძოლაში არ გამოგვადგება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42