ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ანტიდასავლურ მედიას აფინანსებს - ენმ
პოლიტიკა - 15:39, 08 Jul, 2015     1068

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების მიერ მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება იმ მედია-ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც ანტიდასავლური განწყობით გამოირჩევიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდასავლური და სიძულვილის ენის მედიის და ღიად პრო-რუსული პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსების გამო. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური დღის წესრიგის მთავარ პროპაგანდისტ მედია საშუალებებთან ისედაც ცხადი კავშირი დოკუმენტურად დადასტურდა: ამ მედია ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარით აფინანსებს. მაშინ როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, იზრდება სიღარიბე და მცირდება ბიუჯეტი მთავრობა მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დასაფინანსებლად სახსრებს მაინც პოულობს.

ამასთან, დაფინანსების სრული მასშტაბი ჯერაც დაუდგენელია რადგან მისი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფო სიპ-ების საშუალებით და სასამართლო დავები ამ დაფინანსების გასაჯაროების ირგვლივ გაჭიანურებულია.

კვლევაში ჩამოთვლილი მედია-საშუალებები დიდი ხანია მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ მოახდინონ საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაცია, დასავლური ცივილიზაციის დემონიზაცია და წარმოადგენენ კრემლის გააქტიურებული „რბილი ძალის“ კამპანიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს. ამდენად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ აფინანსებს ანტიდასავლურ ძალებს რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს და ცდილობენ გააღვივონ შუღლი და ძალადობა სხვადასხვა უმცირესობების მიმართ.

საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალია“ ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი). „ობიექტივის“ ეთერში მხოლოდ ერთ გადაცემას მიმდინარე წელს 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) მოთხოვნით, დაუშვებელია კონტრაქტების გაფორმება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. სხვადასხვა ავტორიტეტული ჯგუფების მიერ კარგადაა დოკუმენტირებული რომ აღნიშნული მედია ორგანიზაციები კი რეგულარულად ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. თავი რომ დავანებოთ ფორმალურ ევროპულ ნორმებს, პრო-რუსული პროპაგანდის დაფინანსება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება."- ნათქვამია ენმ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42