ვაზიანში ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დაიწყო
პოლიტიკა - 13:34, 08 Jul, 2015     1064
ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა. სამხედროებმა წუთიერი დუმილითსაქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამხედრო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.

სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას აშშ-ს, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაერთო. აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი წვრთნებზე 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. სხვა ქვეყნები წვრთნებში ოცეულებით მონწილეობენ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლება 22 ივლისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში ძირთადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ჩამოყალიბდა. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედებების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42