„განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ პროექტებს და წინადადებებს, რაზეც ქართული მხარე და საქართველოს მთავრობა მუშაობს. გაგრძელდება ამ თემების შეჯერება და კოორდინაცია და ამ პროცესში ჩაერთვებიან ჩვენი მოკავშირეებიც“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე საგარეო უწყება კომისიის წევრებს იმ სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა, რომელიც ჟენევის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა:
„გამოიკვეთა სამომავლო პერსპექტივები, როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ორმხრივ ურთგიერთობების ფარგლებში, ყველაფერი ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ პრემიერ-მინისტრი.“- განაცხადა დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






