„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ხელისუფლების მხრიდან მამუკა ჩარკვიანის ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„მეგობრებო, კარგი ამბავი.
მას შემდეგ რაც, რუსთავი 2-ის ეთერში ჩვენი ანონსი გავიდა, პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ჩარკვიანს მკურნალობის თანხას სრულად დაუფარავენ. კარგი იყო, ეს მანამდე გაკეთებინათ , ვიდრე მარათონის შესახებ გაიგებდნენ (ოჯახი თვეზე მეტია დახმარებას ითხოვს ) მაგრამ რაც კარგია, კარგია. ხელისუფლება მამუკას ოპერაციას დაუფინანსებს.
საქმე გაკეთდა. რა მნიშვნელობა აქვს მამუკა ოპერაციას ანონსიდან, თუ გადაცემიდან შემოსული თანხით გაიკეთებს. მთავარია ის კარგად იქნება. ჩვენც ეს გვინდოდა.
მამუკა, ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი“, - ნათქვამია გადაცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნანუკა ჟორჟოალიანის შოუმ" გეგმები შეცვალა და ოთხშაბათს გადაცემა მამუკა ჩარკვიანს მიეძღვნება. გადაცემა კი, რომლის ანონსი გადიოდა, მომავალი კვირის ოთხშაბათს გავა.
მასალის გამოყენების პირობები






