ქართული მხარის მოთხოვნა კომპენსაციის გადმოცემაზე რუსეთს ამ კვირაში გადაეგზავნება - წულუკიანი
პოლიტიკა - 18:08, 07 Jul, 2015     1223
იუსტიციის მინისტრს - თეა წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოსთან ჰქონდა კონსულტაცია, სადაც გადაწყდა, რომ ქართული მხარის მოთხოვნა რუსეთს მიმდინარე კვირას გადაეგზავნება.

ამის შესახებ წულუკიანმა „კურიერთან“ საუბარში განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის თანახმად მხარეები ერთმანეთთან პროცედურის ამ ეტაპზე არ ურთიერთობენ, ეს ურთიერთობა მხოლოდ სასამართლოს გავლით ხდება. საქართველომ დადგენილ ვადებში სასამართლოს თავისი მოთხოვნა გაუგზავნა და სტრასბურგის სასამართლო ამ კვირაში ჩვენს პოზიციას რუსეთის იუსტიციის სამინისტროში გადააგზავნის და მას მოსთხოვს კონტრარგუმენტებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე“ - განაცხადა წულუკიანმა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის უცნობია, თუ რას ითხოვს საქართველო მათგან დეპორტაციის საქმეზე.

უწყებაში ამბობენ, რომ მოსკოვს საქართველოს მხრიდან კომპენსაციასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ მიუღია.

მათი თქმით, რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე მას შემდეგ გახმაურდება, რაც სტრასბურგის სასამართლო მოსკოვს ოფიციალურად გააცნობს საქართველოს წინადადებას.

2015 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია, 70,320,000 ევრო მოითხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42