საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ძალიან დაბერებულია- ხუნდაძე
პოლიტიკა - 17:56, 07 Jul, 2015     1026
დღეს, საქართველოს პარლამენტის კინო-დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „დაბერების პოლიტიკა საქართველოში“. კონფერენცია გაიმართა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კონფერენციაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ წარმოადგენა ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის დაბერების დინამიკა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა და აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტომ წარმოადგინეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განავითაროს სახელმწიფომ დაბერების პოლიტიკა ქვეყანაში.

„იდეა, რის შესახებაც ყველანი ვერთიანდებით არის ის, რომ მოსახლეობის დაბერება არ არის საშიშროება, რომელიც უნდა იქნას არიდებული. ეს არ არის ნეგატიური ტენდენცია, რომლის უკუქცევასაც უნდა ვეცადოთ - ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი რეალობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკის დარეგულირება.

თუ 1897 წელს ბავშვების რაოდენობა 703 ათასით ჭარბობდა მოხუცების რაოდენობას, ხოლო 1959 წელს - 741 ათასით, 2014 წელს უკვე მოხუცების რაოდენობა ჭარბობს ბავშვების რაოდენობას 98 ათასი კაცით. დღეს საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ძალიან დაბერებულია.

ხანდაზმული პირების მზარდი ხვედრითი წილის ზრდის შედეგები უნდა განვიხილოთ პოლიტიკის ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო, შრომის ბაზარი, განათლება, თაობათაშორისი ურთიერთობები და გენდერი.

ჩვენი სტრატეგია ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს:- ხანდაზმულთა შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, შობადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება და ძირითადი აქცენტების გაკეთება მწარმოებელ ფენაზე, ანუ, ახალგაზრდობაზე. ეს იქნება ჩვენს მიერ შემუშავებული სწორი სტარტეგია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კონფერენციის ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ წარმოდგენილი მხარეები. რეზოლუციის თანახმად, შეიქმნება მულტისექტორული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ ინიციატივებს 1 წლის მანძილზე. საბჭოს უხელმძღვანელებს დიმიტრი ხუნდაძე.

კონფერენციის შემდეგ, პარლამენტის თამარ მეფის დარბაზში დაბერების თემიდან გამომდინარე, გაიმართა ფოტოგამოფენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42