70 მილიონ 300 ათას ევროს მოთხოვნით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს - "რია ნოვოსტი"
პოლიტიკა - 16:54, 07 Jul, 2015     1602
რუსეთს, 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ ქართული მხარისგან არანაირი მოთხოვნა არ მიუღია.

ამის შესახებ, „რია ნოვოსტი“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

„2015 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის მისამართით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპენსაციების გადახდის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა“ - ნათქვამია განცხდებაში.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გახმოვანდება, როცა სტრასბურგის სასამართლო მოსკოვს ოფიციალურად გააცნობს ქართული მხარის წინადადებებს.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, 2014 წლის 3 ივლისს დააკმაყოფილა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და რომლის თანახმად , 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ქართველების კოლექტიურად გამოძევებით ევროპული კონვენიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების დაღღვევა აღიარა. სასამართლომ რუსეთს ქართული მხარისთის კომპენსაციის გადახდა დაავალა, რომლის ოდენობაც სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო-რუსეთი კომპენსაციის ოდენობაზე ერთი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმებულიყვნენ.

ოფიციალური თბილისი ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით რუსეთისგან 70,320,000 ევროს გადახდას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42