ლანჩხუთის გამგეობაში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური შევიდა
პოლიტიკა - 15:31, 07 Jul, 2015     1208
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის პირველ სართულზე უკვე მეხუთე დღეა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება.

ამის შესახებ ,,ნიუპოსტის“ რეგიონალურ ჟურნალისტს გამგეობაში განუცხადეს.

მართალია, საჯარო მოხელეები ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ეს სიმართლეა. გამგეობის პირველ სართულზე მდებარე კაბინეტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ზედახედეველობის სამსახურის წარმომადგენელს, თენგო ხელაძეს ებარა და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს აქვს დაკავებული, "ნიუპოსტის" ჟურნალისტს დაკეტილი დახვდა.

შეკითხვაზე, თუ ვის უკავია ამჟამად აღნიშნუილი კაბინეტი, ხელაძეს პასუხი არ აქვს, - "ვინ ზის ჩემს კაბინეტში არ ვიცი, მე მეხუთე დღეა კოლეგებთან ერთად სხვა კაბინეტში გადავედი".

საკრებულოს დეპუტატების აზრით, ადგილი აქვს კანონდარღვევას, რასაც აუცილებლად გააპროტესტებენ - ,,ეს ხომ არაფრით არ შეიძლება ფაქტობრივად მოსმენები იწყება“ ამბობენ ისინი.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წარმომადგენელი ლანჩხუთში მიმდინარე პროექტებს სწავლობს. თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გამგეობის აპარატის ხელძღვანელი მაგული კუნჭულია და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ის გავრცელებულ ინფორმაციას საფუძველსმოკლებულს უწოდებს.

სანდო წყარო კი აცხადებს, რომ ეს პიროვნება კაბინეტში უკვე დღეებია მუშაობს: ,,ვინ არის ვერ გეტყვით, ვხედავთ იშვიათად, მაგრამ მაინც მოდის აქ. ის ვიცით, რომ მან მოითხოვა ერთი ოთახი და გამოუყვეს გამგეობის პირველ სართულზე. აქ თითქმის ყველამ იცის რომ ხუთი დღეა, რაც შევიდა ოთახში და მუშაობს. იქ რა ხდება არავინ იცის. რადგან კარების იხურება და არავინ უწყის შიგნით რა ხდება“ - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42