"მოგესალმებით ჩვენო პრეზიდენტო!" - რა წერილი მიიღო სააკაშვილმა ბათუმიდან
პოლიტიკა - 15:22, 07 Jul, 2015     5746
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის მიერ მისთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორი სააკაშვილს იმ პრობლემებზე ესაუბრება, რაც მის რესტორანს ბოლო პერიოდში შეექმნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რესტორნის მფლობელის მიერ მიწერილმა წერილმა დაადარდიანა:

"ვწუხვარ ჩემი საყვარელი უკრაინული რესტორნის გამო ბათუმში - ის ერთ-ერთია იმ ათიათასობით დაწესებულებას შორის, რომლებიც ჩემი მმართველობის დროს საქართველოში გაიხსნა და რომლებმაც უამრავ სასტუმროსთან ერთად 4.5 მილიონიან საქართველოში თითქმის 6 მილიონი ტურისტი მოიზიდა. ახლა კი ამ რესტორნის მფლობელის წერილმა დამდარდიანა"- წერს მიხეილ სააკაშვილი და მისთვის მიწერილი წერილის ტექსტს აქვეყნებს:

„მოგესალმებით ჩვენო პრეზიდენტო! გთხოვთ! აუცილებელია შემდეგი არჩევნების მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აყვავებული ქვეყნიდან ბოსლად გადავიქცევით. მე ტატიანა ვარ ბათუმიდან, რესტორან „უკრაინოჩკადან“. მუშაობა გახდა შეუძლებელი! ყველას ყველაფრის ნება აქვს! ვიძახებთ დაცვას და ის ჩვენს თვალწინ კოცნის იმას, ვინც ცოტა ხნის წინ მთელ რესტორანს ატერორებდა! არ ვამბობ რომ სულ ასეა, მაგრამ ხდება ხოლმე. მთავარი ეს არაა, არამედ ის, რომ ყველას ყველაფრის ჩადენა შეუძლია! ადრე ადამიანებს ეშინოდათ სასჯელის. ალბათ ასეც იყო სწორი, თუმცა ამ ადამიანების ოჯახენს ეს სისასტიკედ მიაჩნდათ... თქვენ დროს ბატონო მიხეილ საერთოდ არ ვსარგებლობდი დაცვის სამსახურით! და ტბა... ის უკვე დიდი ხანია ჭაობია... ქუჩაში მაგიდებსაც კი აღარ ვდგამთ! მადლობა, რომ ჩვენთან იყავით, ვიმედოვნებ კიდევ იქნებით! ჩვენ ყველას გვიყვარხართ და გელოდებით! ძალიან გელოდებით! ეს არი გულიდან ნათქვამი სიტყვები!... კიდევ კარგი გუშინ დაცვის კარგი ჯგუფი იყო მოსული, თორემ „უკრაინოჩკა“ განადგურდებოდა! ასე ცხოვრება არ შეიძლება! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!“- ნათქვამია სააკაშვილისთვის მიწერილ წერილში.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42