როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, ამ საკითხზე რუსეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია არ შემდგარა, რადგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
"მე ამ საკითხს არ ვკურირებ, რომელიც ამაზე აგებს პასუხს. მუშაობა იყო. ოფიციალური მთხოვნა არის 70 მილიონი ევრო დაახლოებით. ამ შემთხვევაში ევროპული სასამართლო იქნება გამოყენებული როგორც შუამავლად იმისთვის, რომ დარეგულისრდეს ეს საკითხი. იყო გარკვეული მცდელობები, რომ პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯები გადადგმულიყო," - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის უცნობია, თუ რას ითხოვს საქართველო მათგან დეპორტაციის საქმეზე.
უწყებაში ამბობენ, რომ მოსკოვს საქართველოს მხრიდან კომპენსაციასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ მიუღია.
მათი თქმით, რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე მას შემდეგ გახმაურდება, რაც სტრასბურგის სასამართლო მოსკოვს ოფიციალურად გააცნობს საქართველოს წინადადებას.
2015 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია, 70,320,000 ევრო მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






