NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტი განიხილეს
პოლიტიკა - 15:26, 07 Jul, 2015     966
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხილვა გაიმართა.შეხვედრაზე ფუნქციების გამიჯვნის, ანგარიშვალდებულების და კონტროლის მექანიზმების, კოორდინაციის, ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერებისა და სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებსა და შენიშვნებზე იმსჯელეს.
საპარლამენტო განხილვების პარალელურად, მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის მზაობას, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა არაერთი რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც რეფორმის პროექტის მომზადების და განხილვის პროცესში ხელისუფლებამ გაიზიარა და გაითვალისწინა.
შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეხვედრას იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე დაესწრნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42