როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მურუსიძისგან მოისმინა ინფორმაცია სასამართლო რეფორმის შესახებ. პრემიერის თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო და მან ყურადღებით მოისმინა მოსაზრებები, რომელიც სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მურუსიძეს აქვს.
„მოვისმინე ბატონი ლევანის მოსაზრებები სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებებისგან. მიმაჩნია, რომ კონსულტაციები უკვე პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს შიგნით სტაბილურობა. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა მხოლოდ კონსულტაციების, დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სასამართლო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და სისტემაში კორუფციის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობასაც“ - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






