"საბერძნეთთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება პირობითად 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გადმორიცხვების თვალსაზრისით ჯამურად, მაკრო ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას. ვინაიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი საბერძნეთიდან გზავნილებია. ამიტომ, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო, თავისთავად ცხადია. თუმცა იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე", - განაცხადა ქადაგიძემ .
მასალის გამოყენების პირობები






