"ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას" - ხიდაშელი სამხედროებს
პოლიტიკა - 14:09, 07 Jul, 2015     1118
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მზადაა. ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააცილეს. გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.„ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას. ავღანეთში ქართველი მეომრების საქმიანობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უყურებს და რითიც გვაფასებს მთელი მსოფლიო. როგორი იქნებით თქვენ, როგორები იქნებით ავღანეთში, დიდწილად არის ამაზე დამოკიდებული ქვეყნის ავტორიტეტი. დღეს თუკი საქართველოს პატივს სცემენ სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში, თუკი საქართველო ამაყად დადის ნატოს დერეფნებში, თუკი საქართველოსთვის კარი ყველგან ღიაა, პირველ რიგში ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით თქვენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ცერემონიალის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სწრაფი რეაგირების ასეული. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, დადებითად შეფასდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42