საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში - MDF
პოლიტიკა - 13:11, 07 Jul, 2015     1277
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში საბიუჯეტო სახსრებს ეხება. კვლევის მიხედვით, იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი "ობიექტივი" (52 167,84 ლარი), "ალია" ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა" (48 650 ლარი - არასრული მონაცემი [1] ), ასევე გაზეთი "ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი).


შპს "ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც "ობიექტივის" ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპ) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს "ეტალონის" მიერ კანონმდებლობის დარღვევით "ობიექტივის" ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე "ობიექტივსა" და მის პარტნიორ მედიაორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან "ობიექტივის" კავშირებზე და სხვა მედიასაშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მედიის განვითარების ფონდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

- საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა უწყებებმა გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) რეკომენდაციებში #7 ეროვნული კანონმდებლობის შესახებ და არ გაუფორმონ კონტრაქტები ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.

- ECRI-ის რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშაონ რეგულაციები, რომლებიც მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვასა და ხელშეწყობას კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქცევს.

- საბიუჯეტო დაწესებულებებმა საჯარო გახადონ მედიაში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხები და ასეთი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ.

- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეაგირება მოახდინოს მონიტორინგი საბჭოს რეკომენდაციაზე და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა შეისწავლოს.

- კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას, რათა ყველა მაუწყებელს თანაბარი პირობები შეუქმნას; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთი გადაცემების დასპონსორების საკითხს, რომელთა გამოც მაუწყებელთა მიმართ ადმინისტრაციული დარღვევები უკვე მარეგულირებლის მიერ დადგენილია.

- ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გააფორმონ ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კანონმდებლობის საწინააღმდეგო ვალდებულებებს შეიცავს და ზოგ შემთხვევაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.

- საჯარო რეესტრმა სრულად გაასაჯაროვოს და ონლაინ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური პარტიების მონაცემები, ისევე როგორც ეს სხვა იურიდიული პირების შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

- პარლამენტმა გადახედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას არეგულირებს და საჯარო ინფორმაციის დროული მიღების ინტერესიდან გამომდინარე, შეამჭიდროვოს სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვის ვადები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42