ხადური სებ-ის დასკვნას ბიუჯეტთან დაკავშირებით არ ეთანხმება
პოლიტიკა - 12:33, 07 Jul, 2015     1287
ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დასკვნას ეხმაურება.

მისი თქმით, დასკვნა ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ეროვნული ბანკი მთავრობას ერთ ნაწილში გადასახადების გაზრდას ურჩევს.

„ეს დასკვნა არის ურთიერთგამომრიცხავი. ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. სიმართლე გითხრათ არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, მთავრობას და პარლამენტს ურჩიოს გადასახადების გაზრდა" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეროვნულმა ბანკმა საკუთარი დასკვნა პარლამენტს გუშინ გადაუგზავნა.

"მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, რამაც აშშ დოლარის გამყარება გამოიწვია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ და რეგიონში არსებული ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში. არსებულ შოკს აძლიერებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და საბანკო სექტორის ზედამხედველობის შესაძლო შესუსტება. საგარეო შოკების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია გაურკვევლობა, მათ შორის აშშ დოლარის კიდევ უფრო გამყარებისა და რეგიონის ეკონომიკების გაურესების კუთხით, როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ასევე ევროზონაში მიმდინარე პროცესების გამო. მნიშვნელოვანია არსებულ შოკებზე ქმედითი რეაგირება და მომავალი შესაძლო გაუარესებისგან დასაცავად ბუფერების შექმნა. კერძოდ, არსებული შოკების პირობებში პოლიტიკის სწორი რეაგირება იქნებოდა ეკონომიკურ ზრდაზე კონცენტრირება და გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში სოციალური და სხვა პრობლემების მიზნობრივი გადაწყვეტა. ვითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ და სხვა პრობლემებთან, ამიტომ უნდა იყოს განხილული ალტერნატიული პოლიტიკა, კერძოდ, გაცვლითი კურსის ხელშეწყობა ისე, რომ მოსახლეობის შემოსავლებს მინიმალური ზარალი მიადგეს, როგორც მიმდინარე, ასევე, მომვალ წლებში. ზემოაღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა ან/და არსებული საგადასახადო მექანიზმების გამოყენებას, როგორც აღნიშნული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მთავრობასთან კონსულტაციის ფარგლებში. ამასთან, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მხოლოდ 48 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება 99 მლნ ლარით. პროექტით, ასევე არ არის დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და შედეგად გაცვლით კურსზე წნეხის შერბილებას. წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებებში საყურადღებოა ხარჯების განაწილება მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები იზრდება 15 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები მცირდება 55 მლნ ლარით. ნაერთ ბიუჯეტშიც კაპიტალური ხარჯების კლება მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯების შემცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რამაც რთული პირობები შეუქმნა დოლარის სესხების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, თუ პარლამენტის მიზანია ლარის გაუფასურების გამო სასესხო ტვირთის შემცირება, ან შემდგომი ალტერნატივა - ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების ზეწოლის განეიტრალება, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით", - ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42