ომბუდსმენი აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება
პოლიტიკა - 12:14, 07 Jul, 2015     473
სახალხო დამცველი აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, რომელსაც ოთხი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო აღნიშნული მძიმე ტრაგედიის თავიდან აცილება.

„გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მიგვაჩნია, რომ შესასწავლია ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს და მისი შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის შექმნასა და ამ სფეროში მინიმალისტური სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციისკენ იქნება მიმართული, მაშინ როცა საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა. აღნიშნული, რასაკვირველია, არ არის საკმარისი.

მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობებზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დროულად იწყება გამოძიება, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას მშენებლობისა თუ სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, მაქსიმალურად მკაცრად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების წესებსა და მათ დაცვას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და მასზე ზედამხედველობის კანონშესაბამისობის საკითხი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42