ირაკლი ღარიბაშვილის თქმით მთავრობამ საქართველოს რეგიონებში არსებული პოტენციალი შეისწავლა და ნათელი გახდა, რომ ადამიანური, ბუნებრივი რესურსი და სამეწარმეო პოტენციალის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელია:
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც არის პრაქტიკულად გამოუყენებელი, ამას გარდა მე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, წინა მთავრობაზე ნაკლებად მინდა ვისაუბრო, სამწუხაროდ ხდებოდა ჩვენი რესურსების დაკონსერვება და არგამოყენება. შედეგად ჩვენ გვაქვს ასეულობით ლიცენზიები გაცემული მთელ რეგიონში უნიკალურ რესურსებზე, რომელსაც ვერ ვიყენებთ. იმის გამო რომ ზოგიერთმა ადამიანმა სახელმწიფოს ლობირებით ჩაიგდო ხელში ეს რესურსები და ის დღეს არის გამოუყენებელი. დანაშაულია, რომ სახელმწიფოს კუთვნილი რესურსი არ გამოიყენოს და შემოინახოს პირადი ინტერესებისთვის“ - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით მთავრობამ მოახდინა ამ ლიცენზიების აღწერა და სისტემატიზაცია და იგეგმება ამ ლიცენზიების მფლობელებთან მოლაპარაკება.
მასალის გამოყენების პირობები






