საქართველოს პრეზიდენტს გენდერული თანასწორობის ჯილდო გადაეცა
პოლიტიკა - 09:38, 07 Jul, 2015     971
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს გენდერული თანასწორობის კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
ქვეყნის პირველ პირს გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ გადასცა.
შომბი შარპმა მადლობა გადაუხადა 2015 წლის ქალთა და გენდერული თანასწორობის წლად გამოცხადებისთვის. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ხელი შეუწყო თანასწორობის მთავარი პრინციპების დანერგვას და სხვადასხვა პროექტების განვითარებას ამ მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო საუკეთესო მეწარმე ქალის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის „შუხმანის ღვინოების“ მმართველ დირექტორს ნუცა აბრამიშვილს გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, იმ ძალიან აქტიური საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც წარმატებული, თანამედროვე ქვეყანა და დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ იდენტობასა და ჭეშმარიტ ღირებულებას, რომელიც ქართველებს გვქონდა და დღესაც უნდა დავიცვათ – ვგულისხმობ ქალბატონების პატივისცემას და მათ როლს საზოგადოებაში. დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირებულება, რომლითაც ვამაყობდით, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშაა, მისი დაცვა კი ჩვენი ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის იდენტურია. არ შეიძლება ძალადობა სექსუალური ნიშნით, არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კუთხით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე ხელფასი და ანაზღაურება, როგორც კაცებს. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ქალების უფლებები პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბრო თემატიკაა, როცა ვუყურებთ რეალობას – რა არის გადასალახი ჩვენს ყოფაში, სურათი მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და ჩანს, რომ სამწუხაროდ დასაძლევი ბევრი გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა, მათ შორის აუცილებელია ქალთა როლის გასაძლიერებლად ცვლილებები საკანონმდებლო სივრცეში. "ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა. აქედან გამომდინარე ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა. პირველი არის ის, რომ ძალადობის მიმართ ძალიან აქტიური უნდა იყოს საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებდეს ყველგან და ყველა დონეზე და ეს იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების დომინანტური თემა. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომაც ეფექტურად აუწყოს ფეხი ამ ტენდენციას და უფრო დეტალურად იყოს ჩახედული, როცა საუბარია სქესობრივ ნიადაგზე ძალადობაზე. მესამე – ჩვენ ასევე უნდა გავატაროთ ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში. ამ თვალსაზრისით მე არაერთხელ დავუჭირე მხარი საარჩევნო კოდექსში ქალთა თანასწორობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამას მხარს დაუჭერენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცი დეპუტატებიც, ვისთვისაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და საკუთარი თუნდაც მამაკაცობა ვლინდება ქალების დაცვის და მათზე ზრუნვის გამოხატვის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გადასაწყვეტი და გადასალახი გვაქვს ბევრი რამ, დაწყებული ძალადობით, დამთავრებული პოლიტიკური ინსტიტუტების დასტაბილურებით და დაბალანსებით. ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ვართ – იდენტური ჩვენი ეროვნული ღირებულებების არა ზოგადი დეკლარაციებით, არამედ ყოფის წესით და ასევე ასეთი საზოგადოება ბევრად ძლიერია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოც
იალურად და ბევრად უფრო ეფექტურად ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. აღნიშნული კონკურსი უკვე მეოთხედ იმართება და მასში საქართველოში მოქმედი კომპანიები და საჯარო სექტორის ორგანიზაციები მონაწილეობენ.
კონკურსი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
2015 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42