საგარეო საქმეთა მინსიტრი თამარ ბერუჩაშვილი საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბერძნეთში მიმდინარე პროცესები ევროპისთვის სერიოზული გამოწვევაა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს საკუთარი საკუთარ ვალდებულება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ არ მოხდება დემოკრატიით მანიპულირება და საიტუაციის დასარეგულირებლად მხარეები სერიოზული გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"საბერძნეთში განვითარებული პროცესები სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. იმედია არმოხდება დემოკრატიით მანიპულირება და სერიოზული გადაწყვეტილება იქნება მიღებულიპროფესიონალების მხრიდან. ასევე, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის ვალდებულებას აიღებსყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული შეთანხმება დაგამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმალურად დაზიანდეს ყველა ის შედეგი და მიღწევა,რაც დღეს აქვს ევროკავშირს. თავად ევროკავშირი, როგორც ერთობა შეიქმნა იმ გამოწვევების საპასუხოდ,რომელიც მრავლად იყო ევროკავშირის ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდევროკავშირი მოძებნის შესაბამის კომპრომისულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ბერუჩაშვილის თქმით, საგარეო უწყება აქტურად ხვდება საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და მიმდინარეობს მუშაობა მათთვის მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






