"რუსეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების ყოფნა პუტინთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაცაა"
პოლიტიკა - 17:36, 06 Jul, 2015     1661
საქართველოსთან დადებული ექსტრადიციის შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო საქმეთა მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ივანიშვილის ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები და საკუთარი მოქალაქეები. მისი თქმით, ამ სფეროში არსებული მთავარი პრობლემა, რუსეთის ციხეებში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაა.

„ამ სფეროში გვაქვს ერთი გამორჩეული პრობლემა, ეს არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან. ჩვენი მოქალაქეების დაუსაბუთებელი ბრალდებებით იქ ყოფნა, რუსეთის ხელისუფლების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაცაა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყოველგვარი შესწავლის გარეშე გაათავისუფლა და პოლიტიკურ დევნილებადაც კი გამოაცხადა, საქართველოში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქეები. ივანიშვილის რეჟიმს საერთოდ არ გამოუყენებია ეს ლეგიტიმური ბერკეტი რუსეთში დაკავებული ქართველების გასათავისუფლებლად“- აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა ორ ქვეყანას შორის დაწყებულიყო მოლაპარაკება ამ დაკავებულების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ბერკეტი არ გამოიყენა.

„ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისევე როგორც პირველივე ნაბიჯი საქართველოს ციხეებიდან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებისა, ამის შემდეგაც ივანიშვილის ხელისუფლების მოღვაწეობა იქნება, ამ საკითხის ფეხებზე დაკიდების დემონსტრირება“- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას 3 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის სფეროში და განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში არ გამოუვლენია, რომ მას შესწევს უნარი დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები და საკუთარი მოქალაქეები.

ბოკერიას მოსაზრებით,, იმისათვის რომ საქართველო რუსეთის ციხეებში მყოფი საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, გამოყენებული უნდა იქნეს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, იმისთვის, რომ ამ ადამიანების ციხეში ჯდომა რუსეთისთვის პრობლემად იქცეს. ბოკერიას თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ კეთდებოდა განცხადებები, კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების შედეგად ჯაშუშობისთვის დაკავებული ერთი ადამიანის გათავისუფლდებასთან დაკავშირებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ბრალდებებით გასამართლებულ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ რუსეთის ციხეში მოიმატა.

შეგახსენებთ რუსეთსა და საქართველოს შორის პატიმართა ექსტრადიციის შესახებ 1996 წლის 19 მარტს გაფორმებული შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს შესაბამისი განკარგულების გამოცემის შედეგად გააუქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42