საგანელიძე ოდესის გუბერნატორს ურჩევს, უკრაინაში საკუთარი თანაგუნდელები ჩაიყვანოს და ისინი „ამეცადინოს“.
"უკრაინის მთავრობის გარკვეული ნაწილი არ კმაყოფილდება იმით, რომ საქართველოს პარლამენტის გარკვეული ნაწილი მიჰყავს უკრაინაში, ნოტაციებს უკითხავს და ამეცადინებს - ალბათ დაფასთან, ზოგი შეიძლება კუთხეშიც დააყენოს. ახლა გადაწყვიტეს, რომ ბავშვები წაიყვანონ. მე მათ ვთხოვდი, რომ პოლიტიკოსები ბავშვების აღზრდის თემაში ნაკლებად ჩაერიონ და ეს მიანდონ მათ, ვისაც ეს ევალება. ქართველი ბავშვები უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინელი ბავშვები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენ, პოლიტიკოსები ნაკლებად უნდა ვერეოდეთ ამაში. მას შეუძლია ჩაიყვანოს პარლამენტის თავისი წევრები, რაც ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ამეცადინოს რაშიც გაუხარდება" - განაცხადა საგანელიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი მთავრობას მოუწოდებს ყოველგვარი პოლიტიკური სიძულვილის გარეშე მიიღოს ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება - 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ოდესაში, უფასოდ დასვენების თაობაზე და გააკეთოს ამის ორგანიზება.
მასალის გამოყენების პირობები






