პარლამენტში უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინსეს
პოლიტიკა - 17:12, 06 Jul, 2015     902
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხეში, სოფო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი დღეს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შესრულების შუალედური ანგარიშით წარსდგნენ.

მათ წარადგინეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების და საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ.

თანამომხსენებლებმა მოკლედ მიმოიხილეს სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები და კომიტეტს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის შესახებ; ასევე, ისაუბრეს სამოქმედო გეგმის განახლებასა და ამ პროცესში მონაწილე სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გაიოზ თალაკვაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე; ასევე, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები. სხდომაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამთავრობო გეგმის შუალედური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე დამსწრე პირებს დასმულ კითხვებზე დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ადამიანის უფელაბთა სამდივნოს მიერ გაწეულ საკოორდინაციო საქმიანობასა და ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42