დაზარალებული ბავშვების ოდესაში უფასოდ დასვენებას მერია ბლოკავს- ნადირაშვილი
პოლიტიკა - 16:36, 06 Jul, 2015     1213
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მთავრობას მოუწოდებს ყოველგვარი პოლიტიკური სიძულვილის გარეშე მიიღოს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება - 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ოდესაში, უფასოდ დასვენების თაობაზე და გააკეთოს ამის ორგანიზება.

როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი იბლოკება.

„ყველამ იცით, რომ უკრაინის მთავრობის მხრიდან იყო შეთავაზება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს უფასოდ დაესვენათ ოდესაში. ეს შეთავაზება საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა გააცნო. უკვე 4 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ საქმეში წინსვლა არაა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შესაბამის უწყებებს ეკონტაქტება, რომ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, მოხდეს ორგანიზება და ბავშვების ოდესაში წაყვანა, მაგრამ ეს თემა საქართველოში თბილისის მერიის მხირდან დაბლოკილია. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ თვითონ დაზარალებული ოჯახებიც.

გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, იმ კონკრეტულ უწყებებს რომლებთაც ეს საკითი პირდაპირ ეხებათ, არ იხელმძღვანელონ ოპონენტების სიძულვილით, პოლიტიკური მოტივაციით და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მდგომარეობაში, როცა ადამიანები სახლ-კარის გარეშე დარჩნენ, უამრავი პრობლემა აქვთ, ბავშვების უფასოდ დასვენება დიდი შეღავათია.

მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, მოაგვაროს პრობლემები და არ შექმნას ბიუროკრატიული შეფერხებები საკითხის გადაწყვეტისას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42